ასე როგორ შეიძლება გძულდეთ საკუთარი ქალაქი, ქვეყანა, ხალხი, რომ მუდამ დესტრუქციაზე ფიქრობდეთ?! - კალაძე ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

ასე როგორ შეიძლება გძულდეთ საკუთარი ქალაქი, ქვეყანა, ხალხი, რომ მუდამ დესტრუქციაზე ფიქრობდეთ? - ასე მიმართავს თბილისის მერი, კახა კალაძე, ოპოზიციის წარმომადგენლებს. ამბობს, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ დაკავშირებით, საზოგადოებამ არაერთი სიცრუე მოისმინა და ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პარალიზებული თბილისის ხილვა გაუხარდათ. 

ვიხილეთ პარალიზებული თბილისის ხილვით გახარებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადავსებულ ნაგვის ბუნკერებთან და ცოტა მოგვიანებით, უკვე დასუფთავებაზე გასულებს, როგორ გვიშლიდნენ ხელს და ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას. მართლა რა გჭირთ და რა დაგემართათ?! ასე როგორ შეიძლება გძულდეთ საკუთარი ქალაქი, ქვეყანა, ხალხი, რომ მუდამ დესტრუქციაზე ფიქრობდეთ?! როგორ შეიძლება დედაქალაქს ეძახდე აყროლებულ ქალაქს და ხარობდე ნაგვის გადავსებული ქუჩების ხილვით?!, - ამბობს კალაძე.

ცნობისთვის, მაშინ, როცა კალაძე დასუფთავების სამსახურის გაფიცულ თანამშრომლებს ფეისბუქ- ლაივით პასუხობდა, მასთან ჟურნალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ. "ოცნების" მერობის კანდიდატმა მისთვის არასასურველ შეკითხვებს ტრადიციულად თავდასხმით და აგრესიით უპასუხა. მან "ნაცარქექია" უწოდა ხაბეიშვილს, "მთავარის" ჟურნალისტს კი შეურაცხყოფა მიაყენა- "ნარკოლოგიურში წავიდეთ და შეემოწმე...დაგილევია შეირგე" - უთხრა კალაძემ ჟურნალისტს.

"მთავარი არხის" ჟურნლისტის შეურაცხყოფაზე პასუხი კალაძეს ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გასცა სამარცხვინო კაცი ხარ, კახა კალაძე - მიმართა ნიკა გვარამიამ კალაძეს.

შეგახსენებთ, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გუშინ, 6 აგვისტოს, გაიფიცნენ. ისინი მთელი დღის განმავლობაში კომპანიის ოფისის ტერიტორიაზე აქციას მართავდნენ და ადგილზე კალაძის მისვლას ითხოვდნენ, თუმცა მერმა მათ ფეისბუქ ლაივით უპასუხა, რომ "ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მოყვება შესაბამისი რეაგირება".

დღეს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაფიცვა შეწყდა. თბილისის მერიის მოადგილე კი დაპირდა, რომ მათი პრობლემები მოგვარდება, საუკეთესო უნიფორმებს მიიღებენ და ხელფასები იანვრიდან გაეზრდებათ

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი