"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი წერეთელის თქით, ის, რომ საქართველო ევროკავშირისგან დახმარებას ვერ იღებს, ქართული ოცნების პოლიტიკის დამსახურებაა. წერეთელის თქმით, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება სანქციებისკენ ნაბიჯია.
"ის, რო საქართველო ვერ იღებს ევროკავშირის დახმარებას, ეს სრული დამსახურებაა ქართული ოცნების ხელისუფლების. იმ პოლიტიკის, რასაც ისინი ატარებენ, რაც შეუთავსებელია ევროკავშირის ვალდებულებებთან.
სინამდვილეში, ეს სამწუხაროდ ქვეყნისთვის არის ნაბიჯი სანქციისკენ. ის, რომ ვერ იღებს ქვეყანა დახმარებას, ეს გარკვეულწილად არის სანქციის ფორმა",- თქვა გიგი წერეთელმა.
პრემირემინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ევროკავშირის ფინანსური დახმარებისგან მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავოს. მიზეზად ღარიბაშვილი საგარეო ვალის შემცირებას ასახელებს, ის ამტკიცებს, რომ ქვეყანამ ეტაპობრივად ვალის შემცირება დაიწყო.

ამავე თემაზე "ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირის დახმარეაბს "ფინანსური დატვირვთა არ აქვს", რადგან ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა.
ცნობისთვის, დახმარების მისაღებად ხელისუფლებას რეფორმები როგორც ფინანსური მმართველობის გაუმჯობესების, ისე მართლმსაჯულების მიმართულებით უნდა გაეტარებინა. რეფორმების გატარების გარეშე დახმარების დაკარგვის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ 23 აგვისტოს, ტვიტერზე დაპოსტა.
ამავე თემაზე: