"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ევროკავშირის დახმარებაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას Facebook-ზე ეხმაურება და წერს, რომ დახმარებაზე უარის თქმით, საფრთხე ექმნება ასოცირების შეთანხმებას. მისი თქმით, ევროკავშირის დღის წესრიგში შესაძლოა, უვიზო რეჟიმის გადახედვა დადგეს.
"ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც უარს ამბობს თითქოს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების მიღებაზე ( სინამდვილეში ევროკავშირმა 2018 წელს მოლდოვის მაგავსად შეუჩერა ტრანში) ნიშნავს:
- ასოცირების შეთანხმებას საფრთხე ექმნება, უბრალოდ ვერ შეასრულებენ;
- მალე შეიძლება დღის წესრიგში დადგეს უვიზოს გადახედვა ლუკშენკოზაციის ფონზე.
და რუსეთს . აი, ასეა ეს მწარე სიმართლე,- წერს დეკანოიძე.
პრემირემინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ევროკავშირის ფინანსური დახმარებისგან მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავოს. მიზეზად ღარიბაშვილი საგარეო ვალის შემცირებას ასახელებს, ის ამტკიცებს, რომ ქვეყანამ ეტაპობრივად ვალის შემცირება დაიწყო.
ამავე თემაზე "ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირის დახმარეაბს "ფინანსური დატვირვთა არ აქვს", რადგან ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა.
ცნობისთვის, დახმარების მისაღებად ხელისუფლებას რეფორმები როგორც ფინანსური მმართველობის გაუმჯობესების, ისე მართლმსაჯულების მიმართულებით უნდა გაეტარებინა. რეფორმების გატარების გარეშე დახმარების დაკარგვის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ 23 აგვისტოს, ტვიტერზე დაპოსტა.
ამავე თემაზე: