"ბებიაჩემი მძევალი იყო... ნახევარ მილიონს ითხოვდაო"... | მძევლების გამოკითხვები პოლიციაში

გამოქვეყნდა:

ყვარლის პოლიციაში საქართველის ბანკზე თავდასხმის დროს აყვანილი მძევლები და თვითმხილველები გამოკითხვაზე იმყოფებიან. გამოკითხვიდან გამოსულმა პირებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ერთ-ერთი მძევლის ოჯახის წევრი ყვება, რომ მძევლად მისი ბებია ჰყავდათ აყვანილი, როგორც გოგონამ მედიასთან საუბრისას თქვა, თავდასხმის განმავლობაში მას ბებიასთან კომუნიკაცია ტელეფონით ჰქონდა.

"ბებიაჩემი იმყოფებოდა, მძევალი იყო. დეტალური ინფორმაცია არც მე მაქვს. მძევლად რომ ჰყავდათ აყვანილი ტელეფონზე მემესიჯებოდა. ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა",-თქვა მან.

ცნობისთვის, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. თავდასხმიდან 3 საათის შემდეგ მძევლებმა გათავისუფლება მოახერხეს, პოლიციამ კი ბანკზე თავდამსხმელი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა, ის ამ წუთებში თბილისში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი