როდესაც იძულებული ხარ, შენდამი მტრულად განწყობილ ქვეყანაში ასრულებდე დიპლომატიურ მისიას, ალბათ, არც გაგიკვირდება, თუ აღმოაჩენ, რომ შენი მტრები ფარულად და უკანონოდ გისმენენ. თუმცა როდესაც გაირკვევა, რომ გისმენს ის, ვინც შენს მეგობრად ასაღებს თავს, აქ უკვე ბევრი კითხვა ჩნდება.
ასეთი კითხვები გაუჩნდათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც "ქართული ოცნების" მიმართ, როდესაც სუს-დან გაჟონილი ფაილებიდან გაიგეს, რომ ხელისუფლება მათაც უსმენს. საკითხის გასარკვევად ევროკავშირში საქართველოს ელჩიც კი დაიბარეს, ბელარუსისა და რუსეთის ელჩების მსგავსად, რაც აქამდე არ მომხდარა.
ჩვენი ხელისუფლების ქმედება ზუსტად დაემთხვა დასავლეთის მტრების საქციელს.
და რა იყო "ოცნების" რეაქცია დიპლომატების პრეტენზიაზე? ის კი არ თქვეს, რომ ამას როგორ ვიზამდით, ეს როგორ შეიძლებაო? - არა. "ოცნებამ" გვიპასუხა: ვისაც საჭიროდ ჩავთვლით, დიახაც მოვუსმენთ, მათ შორის, დიპლომატებსაცო.
და ასეც იქცევიან - უსმენენ ყველას, გამონაკლისების გარეშე.
ავტორი: ანა ასათიანი
იხილეთ ასევე: