
სკანდალი სულ უფრო მასშტაბური ხდება. კარლო კალაძისა და თამაზ თამაზაშვილის მფარველობაში მყოფ ბესო ფიფიას კიდევ რამდენიმე ოჯახი ადანაშულებს. ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" ორდენიძეების ოჯახის ტრაგიკული ისტორიის გახმაურების შემდეგ კიდევ რამდენიმე თაღლითური სქემის შესახებ გახდა ცნობილი.
ყველა შემთხვევაში მთავარი მოქმედი პირი ფიფიაა და ყველა შემთხვევაში ის საქმეებს კახა კალაძის მამის და ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის დახმარებით ალაგებდა. შედეგად არაერთმა მსხვერპლმა დაკარგა საცხოვრებელი სახლები, ათასობით დოლარი და ოქროული. მაგრამ არაერთი საჩივრის მიუხედავად გამოძიება არცერთ ფაქტზე არ დაწყებულა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
იხილეთ ასევე: