ტრუსკავეცი ადგილია სადაც არც ზღვაა და არც სანაპირო - გიგი წერეთელი 

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის ლიდერი, გიგი წერეთელი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულმა ვიდეომ და ამ მასალაზე "ქართული ოცნების" "ისტერიამ" ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია. 

მისივე თქმით, ტრუსკავეცი ადგილია, სადაც არც ზღვაა და არც სანაპირო.

"ამ ისტერიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში სტრუქტურები აბსოლუტურად მოშლილია. როგორ შეიძლება ადამიანები გადიოდნენ და შემოდიოდნენ ისე, რომ სახელმწიფო ვერ იგებდეს და იწყოს აწყობილი იმაზე, რომ რაღაცა "ფეიკია", რაღაცა არ არის. თუ ვთქვათ, ამბობენ, რომ ფალსიფიცირებულია, თუმცა მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ტრუსკავეცი ადგილია, სადაც არც ზღვა არის, არც სანაპირო არ არის. მე მგონია, ამდენი გეოგრაფია უნდა იცოდნენ",- ამბობს გიგი წერეთელი. 

კურორტი ტრუსკავეცი, სასტუმრო "რიქსოსი" - მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელს ასახელებს და ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საქართველოს ნაცვლად, ლვოვის ოლქში, ერთ-ერთ სამთო კურორტზე იმყოფება.  მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ კურორტზეა.

სასტუმრო "რიქსოსის" ადმინისტრაციაში "მთავარ არხს" განუცხადეს, რომ იქ მიხეილ სააკაშვილი არ უნახავთ. "სააკაშვილი ჩვენთან ნამდვილად არ გვინახავს..." | ტრუსკავეცის სასტუმროში "ოცნების" ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. 
მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დილიდან ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა. "ქართული ოცნება" ვიდეოებს ფეიქს უწოდებს და ამბობს, რომ ამას ექსპერტები სწავლობენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი