მიხეილ სააკაშვილთან ციხეში ადვოკატებს, ნიკა გვარამიასა და დიმიტრი საძაგლიშვილს არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებს ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ უშვებენ. ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ამ წუთებში იმყოფებიან.

ნიკა გვარამიამ დაცვას ციხის ადმინისტრაციასთან გასაუბრება სთხოვა, რათა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში შესვლის უფლება მიეცათ, თუცა დაცვამ მას უთხრა, რომ სამუშაო საათებში მისულიყო.

ცნობისთვის, დღეს, 1-ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა.  მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც
უარყოფდა.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი