არჩევნების შემდეგ, თბილისსა და რეგიონებში სისხლიანი ბანერების ჩამოხსნა დაიწყეს

გამოქვეყნდა:

არჩევნების შემდეგ, თბილისსა და რეგიონებში სისხლიანი ბანერების ჩამოხსნა დაიწყეს. ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

ცნობისთვის, სისხლიანი ბანერები თბილისში 17 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა. ამჯერად ბანერზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მედიამენეჯერებთან ერთად, ყოფილი პრემიერი გახარიაც მოხვდა. ბანერები გამოჩნდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც. 

სიძულვილის ბანერები ვაქცინაციის კამპანიის ბანერებს გადააფარეს. შეწყვეტილი ვაქცინაცია | სისხლიანი ბანერები ვაქცინაციის წამახალისებელი ბანერის ნაცვლად

"მთავარი არხის" ინფორმაციით,  სიძულვილის ბანერების კვალი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან მიდის. საქართველოს ქალაქებში სისხლიანი ბანერები "ოცნების" მთავარი საარჩევნო პიარ ტექნოლოგის, იციკ მოშე კლუგჰაფტის რჩევით გამოფინეს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი