კრემლისა და "ქართული ოცნების" საერთო პოზიცია | ვის უხარია მიხეილ სააკაშვილის დაკავება

გამოქვეყნდა:

კრემლის და "ქართული ოცნების" საერთო პოზიცია - ბოლო დღეების მოვლენები ადასტურებს, რომ მხოლოდ მოსკოვი და საქართველოს ხელისუფლება აღიქვამენ საკუთარ გამარჯვებად მიხეილ სააკაშვილის დაკავებას. უფრო მეტიც - მოსკოვსა და თბილისში გაკეთებული განცხადებები აჩვენებს იმასაც, რომ პუტინის რუსეთს და ივანიშვილის "ქართულ ოცნებას" მიზანიც საერთო აქვთ და ეს მიზანი სააკაშვილის პოლიტიკური განეიტრალებაა. თუმცა შესაძლოა არა მხოლოდ პოლიტიკური.

დღეს გაჩნდა ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო ფიზიკური ლიკვიდაციის შესახებაც. და ამ ინფორმაციაშიც მოქმედი პირები უცვლელია - დამკვეთი კრემლი, შემსრულებელი "ქართული ოცნება". 

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაპოსტა. მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა და მხარდამჭერებს მიმართა.

ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებდა. ამას უარყოფდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც და ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი