არჩევნების გადაწერისა და გამარჯვების მიტაცების მცდელობა სამეგრელოში. ოპოზიციის ლიდერები დღეს რეგიონში არიან მობილიზებული, სადაც "ქართული ოცნება" წაგებული პირველი ტურის შემდეგ ხმების გადათვლას ითხოვს, საბოლოოდ კი სახელისუფლებო კანდიდატი დამატებით ხმებს ისაკუთრებს.
დღეს ხმაურისა და დაპირიპირების ეპიცენტრი იყო ზუგდიდი, სადაც ქართულმა ოცნებამ ის ბიულეტენები გააბათილა, რომელშიც ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობდა და სახელისუფლებო პრეტენდენტს მიაკუთვნა ის ხმები, რომელიც არჩევნებზე ვერ მიიღო. დაპირისპირება კი სპეციალურ დალუქულ ოთახში ქართული ოცნების წარმომადგენლების შესვლას მოჰყვა.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ემა გოგოხია