"მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი" - ემიგრანტების აქცია კანადაში

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია კანადაშიც გაიმართა.

ქართველი ემიგრანტები ტორონტოში შეიკრიბნენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გააპროტესტეს.

ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით გამოკეტეს, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს კი აბსურდულს უწოდებენ.

"მიხეილ სააკაშვილი დღეს უკანონო პოლიტპატიმარია ოლიგარქი ივანიშვილის და პუტინის. ჩვენ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ეს ის პრეზიდენტია, რომელმაც საქართველოს წუმპიდან ამოიყვანა, ჩვენი ქვეყანა ქვეყანად აქცია. ეს ის პრეზიდენტი, რომელმაც მსოფლიოს დაანახა, რომ არსებობს ერთი პატარა სამოთხე, რომელსაც საქართველო ჰქვია", - თქვა აქციის მონაწილემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს მასშტაბით უკვე არაერთ ქვეყანაში გაიმართა, მათ შორის აშშ-ში, გერმანიაში, საბერძნეთში, შვედეთში, ბრიტანეთში, იტალიაში, თურქეთსა და ესპანეთში. საპროტესტო აქციას ემიგრანტები ხვალ სტრასბურგშიც გამართავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი