სააპელაციომ ენმ-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა და ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა

გამოქვეყნდა:

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის სარჩელი და ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების კანდიდატისთვის მინიჭებულ გამარჯვებას ასაჩივრებდა და შედეგების ობიექტურად გადათვლას ითხოვდა, თუმცა ორი ინსტანციის სასამართლომ ოპოზციის არგუმენტირებული მოთხოვნა უარყო.

შეგახსენებთ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმები "ოცნების" მოთხოვნით გადათვალეს. შედეგად კი ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდის ერთ ერთ ოლქში, მანუჩარ ფიფიამ გამარჯვება დაკარგა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. 

ენმ-მ საოლქოს თავმჯდომარე, მირანდა მესხი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და შაბათს აქციაც გამართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი