პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ჰგავს, ეს ძალიან გვაშფოთებს - ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ყოფილი პრეზიდენტისა და მინისტრების დაპატიმრება არ არის საუკეთესო გზავნილები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოდან იღებს" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულს ჰგავს და ამ ეჭვს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან მესამე პრეზიდენტის მიმართ ღია მუქარა კიდევ უფრო მეტად ამყარებს.

"ზოგადად მუღებელია სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში, რომელსაც რეფორმები სჭირდება დემოკრატიის გასაღრმავებლად, ასეთი დაძაბულობაა. ყოფილი პრეზიდენტისა და მინისტრების დაპატიმრებაც არ არის საუკეთესო გზავნილები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოდან იღებს. განსაკუთრებით, როდესაც მოქმედი პრემიერი ღიად ამბობს, რომ დამატებითი მუხლები წარედგინება პრეზიდენტს თუ კარგად არ მოიქცევა, ეს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ჰგავს. ეს ყველაფერი ძალიან გვაშფოთებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თქვენი მეგობრებისთვის ევროპარლამენტში ეს ძალიან ცუდი გზავნილებია. ჩვენ სულ უფრო ნაკლები საშუალება გვაქვს, რომ საქართველოს დავეხმარეოთ", - თქვა რასა იუკნევიჩიანემ.

პრემიერმინისტრი ციხეში მყოფ მესამე პრეზიდენტს 3 ოქტომბერს დაემუქრა და თქვა, რომ თუ ის ციხეში "წესიერად არ მოიქცეოდა" მუხლებს დაუმატებდნენ. მოგვიანებით ღარიბაშვილმა მუქარა უარყო და თქვა, რომ მისი კომენტარი მედიამ "არასწორი ინტერპრეტაციით" გაავრცელა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი