ევროპარლამენტარების განცხადებები პირდაპირი აღიარებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია - თინა ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მხოლოდ იმიტომ მოათავსეს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.

"გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო და მთლიანად კონტროლირებულია კლანის მიერ, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ევროპარლამენტის წევრები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ეს არის იმის პირდაპირი აღიარება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი და იმყოფებოდა საპყრობილეში მხოლოდ იმიტომ, რო ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია", - თქვა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარებმა საერთო წერილი გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება საბოლოოდ უნდა დასრულდეს.  წერილში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იქამდე უნდა შეწყდეს, სანამ ის სამართლიანი სასამართლოს წინაშე არ წარსდგება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი