რაც მალე აირჩევენ პარტიულ საქმიანობას, მით უკეთესი - ღარიბაშვილი რევაზ ლაზიშვილის გადადგომაზე

გამოქვეყნდა:

"ძალიან კარგია, რაც მალე მოხდება ლუსტრაცია ამ ადამიანებს და აირჩევენ პარტიულ საქმიანობას, მით უკეთესი ჩვენთვის, გაიწმინდება პოლიციაც" - ასე ეხმაურება პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსის გადადგომას. 

ღარიბაშვილმა რევაზ ლაზიშვილს "ფსევდო ოფიცერი" უწოდა.

"პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, რა თქმა უნდა, ყველა კანონდარღვევაზე აკეთებენ რეაგირებას. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი იყო ყოფილი პოლიციელი, პოლიციელი თუ სხვა ნებისმიერი პროფესიის მქონე. თუ ვინმე რამე დანაშაულს სჩადის, ყველა აგებს პასუხს.

ჩემი სრული მხარდაჭერა მთელ პოლიციას, ჯარს, მათ შორის ყოფილებს, ყველა იმ ღირსეულ ოფიცერს, რომელიც ღირსეულად ატარებს თავის მუნდირს. მე მქონდა შემდეგი პოლიტიკა, ვიყავი რა შს მინისტრი, შემდეგ თავდაცვის მინისტრი, ყოველთვის ვეუბნებოდი შემდეგ ჩვენ ოფიცრებს, რომ თქვენ გაცვიათ მუნდირი და ამ მუნდირს სჭირდება ღირსეული ტარება. ვისაც სურს პარტიაში პარტიული მოღვაწეობა, უნდა გაიხადოს მუნდირი და წავიდეს ამა თუ იმ პარტიაში, ეს არის ჩემი პოზიცია", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსმა, რევაზ ლაზიშვილმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. მიზეზად მან რეპრესიები დაასახელა, რომელიც ხელისუფლებამ რეგიონში, არჩევნების მეორე ტურის წინ დაიწყო.

საუბარია ყოფილი პოლიციელების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რომლის ფარგლებშიც გათმენიისას ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი, ლექსო რაფავა დააკავეს. გარდა ამისა, ზუგდიდში გაჩხრიკეს პოლიციის მაიორის, რუსლან შამახიას სახლიც. მომხდარს ოპოზიცია არჩევნებს და მათი მხარდამჭერების დაშინების მცდელობას უკავშირებს.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი