ომბუდსმენის რეკომენდაცია უნდა იქნეს გადაწყვეტილებად ქცეული | მესამე პრეზიდენტს ადვოკატები ხვდებიან

გამოქვეყნდა:

ეს რეკომენდაცია უნდა იქნეს გადაწყვეტილებად ქცეული და მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი ბექა ბასილაია სახალხო დამცველის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ვერ შესრულდება ექიმთა რეკომენდაციები

ბასილაიამ დღეს, რუსთავის ციხეში შესვლის წინ იუსტიციის მინისტრის კომენტარზე ისაუბრა და თქვა, რომ სამინისტრო თვითონვე ეწინააღმდეგება მის მიერვე შექმნილ ექიმთა კონსილიუმს, რომელთა რეკომენდაციაა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში მოხდეს. 

"როგორც ვიცით, სახალხო დამცველმა გააკეთა უაღრესად მნიშვნელოვანი განცხადება და მაღალპროფესიული განცხადება, რომ არც სამედიცინო თვალსაზრისით და არც უსაფრთხოების თვალსაზრისით, გლდანის მე-18 დაწესებულება მზად არ არის, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი. შესაბამისად, ეს რეკომენდაცია უნდა იქნეს გადაწყვეტილებად ქცეული და მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში. 

იუსტიციის სამინისტრო თვითონვე ეწინააღმდეგება მის მიერვე შექმნილ ექიმთა კონსილიუმს და ძირითად პრინციპს, რაც ნიშნავს ექიმის რეკომენდაციებზე დამორჩილებას. კონსილიუმმა გასცა რეკომენდაცია ისეთ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციაზე, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ისეთ საშუალებებს, რაც მე-18 დაწესებულებას არ გააჩნია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზირება მოხდეს სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში, რაც კონსილიუმმა დაასახელა. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ეს არის გადამწყვეტი თემა, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზეირება რ უნდა მოხდეს, იქ არის მაღალი რისკი მის სიცოცხლესთან დაკავშირებით", - ამბობს ბექა ბასილაია. 

შეგახსენებ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე 25 დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, გადასხმამ და მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო... თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე საქალაქო სექტორში 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი