ლექსო რაფავას დაკავების შემდეგ სამეგრელოში პოლიციელები შსს-ს ტოვებენ. ერთ-ერთია კრიმინალური პოლიციის უკვე ყოფილი თანამშრომელი, ჯიმი გაგუა, რომელიც  ამბობს, რომ გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად მიიღო

"ჩემი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი არის სამეგრელო-ზემო სვანეთში მომხდარი დაკავება, სადაც ჩემი მეგობარი, ლექსო რაფავა დააკავეს, რომელიც არის სპეციალური წოდებით პოლიციის მაიორი, წლების განმავლობაში ემსახურებოდა სამშობლოს, იცავდა ქვეყანას კრიმინალებისგან. ჩემთვის სრულიად მიუღებელია და პროტესტის ნიშნად მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო შსს-ს რიგები, ეს ჯაჭვი აუცილებლად გაგრძელდება, ჩემი ინფორმაციით, ბევრი ადამიანი დატოვებს შსს-ს ორგანოებს", - თქვა ჯიმი გაგუამ.

დღესვე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა, პოლიციის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა. 

ცნობისთვის, სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს, გვიან ღამით დაიწყო. დააკავეს ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა,  ხოლო ზუგდიდში გაჩხრიკეს ასევე ყოფილი პოლიციელის,  რუსლან შამახიას სახლი.

სპეცოპერაცია ჩაატარეს თბილისში და დააკავეს კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი გიორგი დათიაშვილიც. ბრალდების მხარის მტკიცებით, დათიაშვილის ბინის ჩხრეკისას პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი, ორი ხელყუმბარა, 360 ვაზნა, ასაფეთქებელი ნივთიერებები და მოწყობილობები ამოიღო.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი