მეგობარი სახელმწიფოსთვის ჩაკეტილი საზღვარი | რას გეგმავს ოლიგარქიული რეჟიმი

გამოქვეყნდა:

არანაირი მინიშნება, "ქართული ოცნების" ყველა ნაბიჯი უკვე ღიად მიუთითებს, რომ ხელისუფლების ვექტორი ჩრდილოეთისკენაა მიმართული და ახლა ოლიგარქიული რეჟიმი თანმიმდევრულად ცდილობს ქვეყნის სრულად კრემლის გავლენების ქვეშ მოქცევას.

დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის რუსული სტილი და ახლა უკვე მეგობარი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის ჩაკეტილი საზღვარი, მაშინ როდესაც "ქართული ოცნება" კრემლის იდეოლოგებს და საქართველოს ოკუპაციის მხარდამჭერებს პომპეზურ დახვერას უწყობს, საქართველოს რეალურ მეგობრებს ქვეყნიდან ახსნა-განმარტების გარეშე აძევებს.

მრავალჯერ დასმული შეკითხვის მიუხედავად, პრემიერმინისტრი არ განმარტავს, რატომ არ შემოუშვეს უკარაინის მოქალაქეები საქართველოში, "ოცნების" თავმჯდომარე კი სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე ალაპარაკდა. 

ოპოზიციისთვის, "ოცნების" ეს გადაწყვეტილება, რომ არ შემოუშვას საზღვარზე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეები, კიდევ ერთი დადასტურებაა რომ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი სრულად ამოქმედებულია.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ ჩაუკეტა საზღვარი და აეროპორტიდანვე გააბრუნა ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, მისი მეუღლე და მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მოადგილესთან ერთად ასევე საზღვარზე არ შემოუშვეს  მიხეილ სააკაშვლის უკრაინელი ადვოკატი და ყაზახი ინვესტორი მარგულან სეისემბაევი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი