"გასაზიარებელია ელჩების განცხადებების პათოსი" | წერილს კიდევ ერთი მოსამართლე გაემიჯნა

გამოქვეყნდა:

"30 წლის მანძილზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები [ისიც ჩვენივე თხოვნით] აფინანსებენ სხვადასხვა პროექტს ქვეყანაში დემოკრატიზაციის და პროგრესის, ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით, მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით", - ამის შესახებ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დევი დევიძე Facebook-ზე წერს და საერთაშორისო პარტნიორების საპასუხოდ შემუშავებულ წერილს ემიჯნება.

მინდა გამოვეხმაურო მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების [ელჩები ხომ განცხადებებს საკუთარი სურვილებით არ აკეთებენ?!] პოზიციასთან დაკავშირებით და აღვნიშნო, რომ 30 წლის მანძილზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები [ისიც ჩვენივე თხოვნით] აფინანსებენ სხვადასხვა პროექტს ქვეყანაში დემოკრატიზაციის და პროგრესის, ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით, მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით. დიდი მადლობა მათ ამისთვის! (იმედია, ისინი კიდევ გააგრძელებნ საქართველოს მხარდაჭერას)

ფინანსური დახმარება არ არსებობს რჩევის, გამოცდილების გაზიარების, კეთილი სურვილების, შეცდომებზე მითითების და საღი კრიტიკის გარეშე. ამის გარეშე ყოველგვარი ფინანსური ინტერვენცია ჯანსაღ იდეას და ლოგიკას იქნება მოკლებული. დარწმუნებული ვარ, მეგობარ ქვეყნებს სურთ იხილონ ძლიერი საქართველო ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, რათა დაიკავოს ღირსეულ ადგილს ევროპულ (ევროატლანტიკურ) ოჯახში. სხვაგვარად შეუძლებელიც არის, - ეს ჩვენი ხალხის დეკლარირებული ნებაა!

ბუნებრივია, რომ დასავლეთი მოელის მათი დახმარების, მხარდაჭერის უკუგებას, რადგან გარდა კეთილი სურვილებისა, ეს მათი მხრიდან ანგარიშვალდებულების გამოვლინების ფორმაცაა თავიანთი გადასახადის გადამხდელების/ამომრჩევლების წინაშე.

ვფიქრობ, რომ გასაზიარებელია ელჩების განცხადებების პათოსი პროცესის პრანსპარენტულობის და კონკურენტულობის ნაკლებობასთან დაკავშირებით, - წერს მოსამართლე დევი დევიძე.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გიორგი გოგინაშვილი და პაატა სილაგაძე აირჩია ისე, რომ საბჭოს 2 წევრს უფლებამოსილების ვადა ამოწურული არ ჰქონდა. 

გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოჰყვა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. აშშ-სა და ევროკავშირის
საელჩოებმა სპეციალური განცხადებები გაავრცელებს და პროცესის გაუმჭვირვალობას გაუსვეს ხაზი.

დიპლომატიური კორპუსის კრიტიკას წერილობით უპასუხეს მოსამართლეებმა და ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს. აღნიშნულ წერილს სხვადასხვა მოსამართლეები ინდივიდუალური განცხადებებით და ერთობლივი წერილით გაემიჯნენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი