საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზე დგას - პუტინი-ივანიშვილის პოლიტიკურ მძევალ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით განაგრძობს ქვეყანა სვლას. დასავლელი პარტნიორებისგან სულ უფრო სახიფათო და კატეგორიული გაფრთხილებები ისმის, რომ შესაძლოა ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპეტივა საბოლოოდ განადგურდეს.
უკიდურესდ ხისტი და მკაფიო იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, სადაც ოფიციალური ვაშინგტონი ხელისუფლებას მოუწოდებს მოექცეს მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, როგორც ამას მოითხოვს საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს კანონმდებლობა.
ასევე იხილეთ: