სტალინის საბჭოთა პერიოდის სასამართლო პროცესებიც კი ასე შორს არ წასულა - კარლ ბილდტი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი, მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლების შეზღუდვას ეხმაურება.

დიპლომატი მომხდარს აღმაშფოთებელს უწოდებს და ამბობს, რომ პროცესები ამგვარად სტალინის საბჭოთა პერიოდშიც კი არ განვითარებულა.

"მართლაც აღმაშფოთებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებაც კი არ მიეცა. სტალინის საბჭოთა პერიოდში ცნობილი მოსკოვის საჩვენებელი სასამართლო პროცესებიც კი ასე შორს არ წასულა", - წერს კარლ ბილდტი Twitter-ზე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გუშინ გაიმართა. სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილი ვერ დაესწრო, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა მის გადაყვანაზე უარი თქვა. მიზეზად პენიტენციურს თავისი "არგუმენტები" აქვს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი