ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი წერს, რომ გუშინ გამართული მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი ქვეყნის და საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას ვერ გაამყარებს.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ბრალდებულის უფლებებს არ იცავს.
"ეს არ არის გზა თქვენი მთავრობის ან სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გასამყარებლად. თქვენ ამბობთ, რომ 1) თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა დაიცვათ სასამართლო პროცესის ადგილი და 2) თქვენ არ ანიჭებთ პრიორიტეტს ბრალდებულის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი ან შეხვდეს მბრალდებულებს", - წერს იან კელი.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გუშინ გაიმართა. სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილი ვერ დაესწრო, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა მის გადაყვანაზე უარი თქვა. მიზეზად პენიტენციურს თავისი "არგუმენტები" აქვს.