"ჩემი პრეროგატივა არ არის" - ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბარი "არ სურს"

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და თქვა, რომ "ეს მისი პრეროგატივა არ არის".

როგორც მან აღნიშნა, შესაბამის განმარტებებს უახლოეს საათებში იუსტიციის მინისტრი გააკეთებს.

"მე არ მსურს ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში წარდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს ვრცელ განმარტებას", - თქვა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხს, მან მედიის კითხვას ასე უპასუხა: "მე გითხარით, რომ პატიმარსა და პატიმრებზე, მე საუბარი დავასრულე. ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა და მე მხოლოდ ამ თემაზე მაქვს საუბარი და კონცენტრირება", - თქვა მან. 

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა და საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. სტრასბურგი ახლა მხარეებისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს, რის შემდეგაც საკითხზე კიდევ ერთხელ, 24 ნოემბერს იმსჯელებს და გადაწყვეტს, უნდა მოხდეს თუ არა სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა. მანამდე კი ევროსასამართლო ავალებს მთავრობას, მიაწოდოს ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ციხის საავადმყოფოში გაწეულ სამედიცინო პროცედურებზე; შეახსენებს, რომ სწორედ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ციხეში მისი უსაფრთხოება და სათანადო სამედიცინო მზრუნველობა, იმ შემთხვევაშიც, თუ ის შიმშილობას შეწყვეტს.

გადაწყვეტილება "სხვანაირად გაიგო" იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ. მან Facebook-ზე დაწერა, რომ "სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა".

ამავე თმაზე:

  •  
პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი