
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ევროპარლამენტის წევრის, ანა ფოტიგასა და ლიეტუვის სეიმის დეპუტატების არშეშვებას ეხმაურება.
"საქართველოს ხელისუფლებამ არ მისცა უფლება, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ანა ფოტიგას შეხვედროდა, რომელიც თბილისში სპეციალურად ევროპარლამენტისა და ლიტვის პარლამენტის დელეგატებთან ერთად იყო ჩასული. გვექნება კომუნიკაცია საქართველოს, ლიბერალური ჯგუფის თავმჯდომარეს, პროფესორ რაიმუნდას ლოპატას და სოციალ-დემოკრატ ვილია თარგამაძეს. და ეს ევროპაში ხდება?", - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.
შეგახსენებთ, ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა და ლიეტუვის სეიმის დეპუტატებს გლდანის ციხეში მესამე პრეზიდენტთან ვიზიტზე უარი უთხრა.
იხილეთ ასევე: