
"ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგებოდა ექიმების ვიზიტს, დეზინფორმაციაა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე გლდანის ციხესთან საუბრობს.
მიხეილ სააკაშვილი, ცხადია, ითხოვს, პარიტეტული კონსილიუმის დაუყოვნებლივ ფორმირებას და რაც შეიძლება სწრაფად შესვლას ციხეში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის არ ეწინააღმდეგება არცერთი წუთით ამჟამად არსებული კონსილიუმის ვიზიტს. ის მზად არის შეხვდეს როგორც მთლიან კონსილიუმს, ასევე მათ ინდივიდუალურად. ასევე, ვფიქრობთ და მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის ვიზიტი მანამ სანამ პარიტეტული კონსილიუმი შეიქმნება, უნდა განხორციელდეს ყოველგვარი შეფერხებისა და ხელოვნური ბარიერების გარეშე, - ამბობს შოთა თუთბერიძე.
იხილეთ ასევე: