
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაციები ცნობილი 17 ნოემბერს, საღამოს, საგანგებო ბრიფინგზე გახდება.
დოკუმენტს ომბუდსმენი და მის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მოამზადებს, რომლებიც გლდანის სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად და ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
მანამდე კი ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ექიმი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის. მისივე თქმით, მდგომარეობა შესაძლოა რამდენიმე დღეში დამძიმდეს.
იხილეთ ასევე: