"მკაცრად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის დასწრება ყველა სასამართლო სხდომაზე" | სახდეპის განცხადება

გამოქვეყნდა:

"მკაცრად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ბ-ნი სააკაშვილის დასწრება ყველა სასამართლო სხდომაზე, მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფ დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი,
რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა. 

ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები. 

სახდეპის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას, 1 ოქტომბრის დაკავების შემდეგ. ჩვენ მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის საზედამხედველო სამუშაოს და დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შეაფასებს სააკაშვილის ჯანმრთელობას და შეამოწმებს სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობას ციხეში.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მოპყრობის შესახებ. ჩვენ ასევე მკაცრად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ბ-ნი სააკაშვილის დასწრება ყველა სასამართლო სხდომაზე, მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.  

ბ-ნ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს, მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლო სხდომებზე პირადად დასწრების შესაძლებლობას, - ნათქვამია სახდეპის განცხადებაში. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე 18 ნოემბრის საღამოს, მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.

მოგვიანებით, გლდანის ციხის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ამჟამად მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

იხილეთ ასევე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი