"ეს არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება"- იან კელი სახალხო დამცველზე თავდასხმებს ეხმაურება

გამოქვეყნდა:

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, იან კელი "ქართული ოცნების" მიერ ომბუდსმენზე მუქარასა და კრიტიკას ეხმაურება და წერს, რომ ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა.

 "მმართველი პარტიის ლიდერებმა მიანიშნეს ომბუდსმენის მიმართ ადამიანის უფლებების დევნაზე, იმიტომ, რომ ის საკუთარ კანონიერ მოვალეობებს ასრულებს. ამას თავისი სახელი უნდა დაერქვას: ეს არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რომელიც დემოკრატიის ღირსი არ არის", - წერს იან კელი. 

ცნობისთვის, 18 ნოემბერს ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრებს დაემუქრა. მან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას "ფეიკი" უწოდა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამას გაგრძელება მოჰყვება "საფრთხეების" კუთხით, რაზეც ხელისუფლება საუბრობდა, შესაძლოა, როგორც ომბუდსმენის, ისე ექიმების პასუხისმგებლობა დადგეს. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი