სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ნიდერლანდებში ჩასულ 61 მგზავრს კოვიდი დაუდასტურდა| მიმდინარეობს კვლევა „ომიკრონზე“​

გამოქვეყნდა:

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ნიდერლანდებში ჩასულ 61 მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ გამოცემა "nytimes" ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის ცნობით, პარასკევს საღამოს 600 მგზავრი შეამოწმეს, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან მოფრინავდნენ. მათ შორის  61 ადამიანის კოვიდტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები იმის გასარკვევად, არიან თუ არა მგზავრები კოვიდის ახალი შტამით, "ომიკრონით" ინფიცირებულები. 

ცნობისთვის, მგზავრებს დამატებითი ტესტირება სამხრეთ აფრიკაში გავრცელებული კოვიდის ახალი შტამის, "ომიკრონის“ გამო ჩაუტარდათ. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყველა ინფიცირებული მგზავრი სულ მცირე 7-დღით იზოლირებულია. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უფრო გადამდებია, რის გამოც აშშ-მ და ევროპის ქვეყნებმა აფრიკის სახელმწიფოებთან ავიამიმოსვლა დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი