თუ გსურთ, იყოთ "ოპტიმალურად დაცული" გაიკეთეთ "ბუსტერი" - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩიმ ABC News- თან ინტერვიუში ისაუბრა.
ფაუჩი ამბობს, რომ კორონავირუსის ახალ შტამს "ომიკრონს" შეუძლია, ვაქცინის დაცვას "თავი აარიდოს", მაგრამ დამატებითი. ე.წ. ბუსტერ დოზა ზრდის ეფექტურობას. მისი თქმით, "ომიკრონის" ვარიანტს, ასევე, შეუძლია თავი აარიდოს მონოკლონური ანტისხეულებისა და გამოჯანმრთელების პლაზმის დაცვას.
ცნობისთვის, კოვიდის ახალი შტამი "ომინკრონი" სამხრეთ აფრიკიდან გავრცელდა. ამ ეტაპისთვის დაფიქსირებულია აშშ-სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში. ასევე, რუსეთსა და თურქეთში.
არსებული ინფორმაციით. ე.წ. ომიკრონის შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კოვიდის სხვა ვარიანტები.
იხილეთ ასევე: