
უკრაინის საზღვართან რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეების გამო შეერთებული შტატები მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ უკრაინაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგზაურობისთვის რჩევები განაახლა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკელი მოქალაქეები "საქმის კურსში უნდა იყვნენ იმის შესახებ, რომ რუსეთი გეგმავს მასშტაბურ სამხედრო ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ".
მოგზაურობისთვის რჩევებისთვის სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას რეგულარულად აქვეყნებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინასთან დაკავშირებით მსგავსი რჩევა მანამდეც გამოაქვეყნა, თუმცა მაშინ ამის მიზეზად პანდემია სახელდებოდა.
კიევისა და ვაშინგტონის ცნობით, უკრაინის საზღვართან 90 000-მდე რუსი სამხედროა თავმყორილი. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. აშშ-ს დაზვერვის ვარაუდით, რუსეთს რამდენიმე თვეში, 2022 წლის დასაწყისში უკრაინის წინააღმდეგ 175 ათასი ჯარისკაცის გამოყენებით, სამხედრო შეტევა შეუძლია.