ჯოკოვიჩს ვაქცინაციაზე გამონაკლისი კორონავირუსის გადატანის გამო ჰქონდა - ადვოკატები

გამოქვეყნდა:

ადვოკატების ინფორმაციით, ჩოგბურთის ვარსკვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩს 16 დეკემბერს კორონავირუსის ინფექცია ჰქონდა. მათი განცხადებით, ვაქცინაზე გამონაკლისი მან სწორედ ამის გამო მიიღო.

ამ დრომდე ცნობილი არ იყო ჯოკოვიჩის ჰქონდა თუ არა გადატანილი ინფექცია.

"პირველი დადებითი Covid PCR ტესტის თარიღი დაფიქსირდა 2021 წლის 16 დეკემბერს" - განაცხადეს მათ.

ჯოკოვიჩს ავტრალიაში შესვლაზე უარი ამ კვირაში უთხრეს, როცა ის მელბრუნში ჩაფრინდა, თუმცა საზღვარზე ვერც ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და ვერც გამონაკლისის შესახებ საბუთი ვერ წარადგინა. 

სპორტსმენი ამჟამად საემიგრაციო პატიმრობაში რჩება და ელოდება ორშაბათს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სპორტსმენი საკნდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ავსტრალიაში პროტესტი და კრიტიკა დაიწყო იმის გამო, რომ ის ვაქცინირებული არაა და ქვეყანაში შესვლის უფლებას მაინც აძლევდნენ. ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე უნდა ეთამაშა. ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი