ვიქტორია ნულანდის თქმით, უკრაინაზე კიბერთავდასხმა "რუსეთის თამაშის ნაწილია"

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ პარასკევს, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა "რუსეთის თამაშის ნაწილია".

Financial Times-თან ინტერვიუსას, ვიქტორია ნულანდმა კიბერთავდასხმაში რუსეთი პირდაპირ არ დაადანაშაულა, თუმცა თქვა, რომ ეს მოსკოვის ნაცნობი და შემაშფოთებელი მოქმედებების ნაწილი იყო.

"[...]წარსულში რუსეთის ოპერატიულმა სამსახურმა ეს გააკეთა მთავრობების დესტაბილიზაციისთვის, საკუთარი შესაძლებლობების შესამოწმებლად. იმ მთავრობებისადმი ნდობის შესამცირებლად, რომლებსაც ისინი ებრძვიან. ასე რომ აქ ყველაფერი შესაძლებელია",- თქვა მან.

ნულანდმა კომენტარი 14 იანვარს, იმ დროს გააკეთა, როცა თეთრმა სახლმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდა. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.

ცნობისთვის, 14 იანვარს, უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რომელიც უკრაინელებს აფრთხილებდა, რომ მათ უნდა "ეშინოდეთ და ელოდნენ უარესს".

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი