კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ - მათ შორის არიან ხელოვნების მუზეუმიდან და ძეგლთა დაცვის სააგენტოდან გაშვებულები.
მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ეკა კიკნაძე ამბობს, რომ საქმეს თანამიმდევრულად მიჰყვებიან და ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ.
"არც ერთი მიზეზი პროფესიული, არც ერთი ადამიანის გათავისუფლებისა არ იყო. ეს იყო აბსოლუტურად მიკერძოებული დამოკიდებულება რიგ შემთხვევაში და საერთო შემთხვევაში ეს იყო უბრალოდ იმ ადამიანების ჩამოშორება რომლებიც არ იყო კომფორტული ახალი ადმინისტრაციისთვის", - ამბობს ეკა კიკნაძე.
სასამართლოში მათ უფლებებს საია, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" და ISFED დაიცავენ.