რაღაც მიზანმიმართული კამპანია გაქვთ რაგბის წინააღმდეგ - კაჭარავა "მთავარს" , რუსეთის მასპინძლობაზე

გამოქვეყნდა:

ყოფილი მორაგბე და ამჟამად "ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით კაჭარავა ფიქრობს, რომ მედიას მიზანმიმართული კამპანია აქვს რაგბის წინააღმდეგ. მისი თქმით, ოკუპანტი რუსეთის მორაგბეებს საქართველოში ამხანაგური თამაშები და შეკრებები მანამდეც ჩაუტარებიათ.

კაჭავარა ფიქრობს, რომ სხვა შემთხვევებში საზოგადოებას ანალოგიური რეაქცია არ ჰქონია.

"ზუსტად იმიტომ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, 20% აქვს ოკუპირებული, იმიტომ იყო ჩვენთვის ეს თამაში ყოველთვის განსაკუთრებული უფრო მეტი ვიდრე სპორტი იყო და საზოგადოებაც და მაყურებელიც ამ ყველაფერს ხედავდა, თუ როგორ იდგა ქართული რაგბი თავისი ქვეყნის და სამშობლოს გვერდში. 

არაფერი შეცვლილა, თქვენ გაქვთ ეს ნარატივი რაღაც, რომ ქართულ რაგბში რაღაც შეიცვალა, მიდგომა შეიცვალა. ვთამაშობდი კიდევაც, იციან რაგბის მაყურებლებმა, რუსეთშიც ვთამაშობდი, ჩემი გუნდიც ბევრჯერაა აქ ნამყოფი. რუსეთის ჩემპიონიც ყოფილა აქ, შეკრბები და ამხანაგური თამაშებიც ჩაუტარებია, ამიტომ გეუბნებით, ზუსტად, რომ ძალიან გული მწყდება, რომ რაღაც მიზანმიმართული კამპანია გაქვს რაგბის წინააღმდეგ", - თქვა დავით კაჭარავამ. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შვიდკაცა რაგბის ეროვნული ნაკრები თებერვალში რუსეთის ნაკრებთან ერთობლივი შეკრების გამართვას აპირებს. შეკრება ქუთაისის ბაზაზე  24 თებერვლიდან 1 მარტის პერიოდში იგეგმება.  ნაკრების მენეჯერი წერს, რომ რუსეთთან თამაში ჩვენ ნაკრებს "ძალიან გამოადგება".

 ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი