ანზორ ჩუბინიძემ დუმილი არჩია. გენერალმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, დღეს ვერ გაბედა და მიხეილ სააკაშვილისა და თავისივე წინამორბედის, ასევე გენერალ ჯანაშიას საქმეზე სასამართლოს ჩვენება არ მისცა.
ჩუბინიძის დუმილს რამდენიმე მიზეზი აქვს. "ოცნების" მაღალჩინოსანი ასევე ჩართულია მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნის საქმეში და პარალელურად ის პროკურატურის მიერ 2013 წელს დაწყებული გამოძიების მთავარი ფიგურანტია, ამ შემთხვევაშიც, შოთაძის უწყება სწავლობს დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს.
გენერალ ჩუბინიძის გარდა დღეს სასამართლო სხდომაზე აქტუალური იყვნენ "ოცნების" სხვა მაღალჩინოსნებიც. ვითარება სხდომაზე მას შემდგ დაიძაბა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პროკურორები და ჩინოვნიკები კორუფციაში დაადანაშაულა და მტკიცებულებებიც წარმოადგინა.
იხილეთ ასევე: