პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი... მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეხმაურება. მისი თქმით, აშშ და პარტნიორები ერთიანი და გადამწყვეტი ნაბიჯებით უპასუხებენ რუსეთს.

ბაიდენი ამბობს, რომ G7-ს წერვებს შეხვდება და შემდეგ გამოაცხადებს იმ ზომებს, რასაც ამერიკა დააწესებს.

"მთელი მსოფლიო ახლა უკრაინელი ხალხისთვის ლოცულობს. ისინი არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ რუსულ თავდასხმას განიცდიან. პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რომელიც სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანთა ტანჯვას მოიტანს. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და ნგრევაზე, რასაც ეს თავდასხმა მოიტანს", - განაცხადა ბაიდენმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი