
მოვუწოდებ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ამის შესახებ განცხადებას NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აკეთებს.
"მტკიცევ ვგმობ რუსეთის დაუფიქრებელ და არაპროვოცირებულ თავდასხმას უკრაინაზე, რაც საფრთხეს უქმნის უამრავი ადამიანის სიცოცხლეს. ჩვენი გაფრთხილებების და დიპლომატიაში ჩართვის დაუღალავი მცდელობების მიუხედავად, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთმა კვლავ აგრესიის გზა აირჩია.
ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და სერიოზული საფრთხე ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. NATO-ს მოკავშირეები რუსეთის აგრესიული მოქმედებების განხილვისთვის შეხვდებიან", - თქვა მან.
მისი თქმით, ამ საშინელ დროს ურკაინელების გვერდით დგანან.