აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მძიმე სანქციებს დაუწესებენ - ბაიდენი ზელენსკის ესაუბრა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი ნაბიჯები განიხილეს. თეთრი სახლის განცხადებით, აშშ და მოკავშირეები რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ:

"პრეზიდენტი ზელენსკი ამაღამ დამიკავშირდა და ჩვენ ახლახან დავასრულეთ საუბარი. მე ვგმოდი რუსეთის სამხედრო ძალების ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა. მე მას ვაცნობე იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ საერთაშორისო დაგმობისთვის, მათ შორის დღეს საღამოს გაეროს უშიშროების საბჭოში. მან მთხოვა, მოვუწოდო მსოფლიოს ლიდერებს, მკაფიოდ ისაუბრონ პრეზიდენტ პუტინის უხეში აგრესიის წინააღმდეგ და დადგეს უკრაინელი ხალხის გვერდით.

ხვალ მე შევხვდები G7-ის ლიდერებს და შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას", - წერია თეთრი სახლის განცხადებაში. 

რუსეთმა 24 თებერვალს, გამთენიისას უკრაინაში ომი დაიწყო. რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი