სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ჩვენს ჯარს თქვენი მხარდაჭერა ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

უკრაიანის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსეი რეზნიკოვი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას ეხმაურება და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და შეძლებისდაგვარად სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

"ძვირფასო უკრაინელებო! მტერმა დაიწყო ჩვენი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთში, ასევე სამხედრო ცენტრებისა და აეროდრომების სხვა რეგიონებში. უკრაინის არმია იცავს და იგერიებს რუს ჯარებს. ჩვენი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ თქვენი დასაცავად და არ მისცენ აგრესორს შემოსვლის საშუალება.

დღეს კიდევ ერთხელ მოგმართავთ: დამშვიდდით! შესაძლებლობის მიხედვით, დარჩით სახლში. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ჩვენს ჯარს თქვენი მხარდაჭერა ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. თქვენი სიმშვიდე და ნდობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ ამჟამად საუკეთესო დახმარებაა! სიტუაციის შესახებ ოპერატიულად შეგატყობინებთ. დიდება უკრაინას! ", - აცხადებს ოლეკსეი რეზნიკოვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი