უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიცია შეიქმნას, დაუყოვნებლივ დაწესდეს სანქციები და უკრაინას ფინანსური და სამხედრო დახმარება გაუწიონ.
მისი თქმით, ამ საკითხზე ბაიდენს, ოლაფ შოლცს, შარლ მიშელს, ანჯეი დუდასა და ბორის ჯონსონს ესაუბრა.
"მოვუწოდე დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. შეიქმნას ანტიპუტინისტური კოალიცია. დაუყოვნებლივი სანქციები, სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინას. დახურეთ საჰაერო სივრცე, მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი სიმშვიდისკენ", - წერს ზელენსკი.