
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში შესვლისთვის რუსული ტანკების კოლონამ წინ ეუთო-ს სიმბოლოიანი თეთრი მანქანები დაიყენა.
ინფორმაციას უკრაინსკაია პრავდა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ლუგანსკის რეგიონში, კრასნა ტალივკას, მილოვეს, გოროდიშეს მიმდებარედ რუსული ტანკების კოლონები შევიდნენ. მტერმა წინ ეუთო-ს სიმბოლოებით თეთრი მანქანები დააყენა. ახლა იქ ბრძოლა მიმდინარეობს". - ნათქვამია ინფორმაციაში.
[ფოტოარქივი]