
თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
თურქული მედიის ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აკარი და არმიისა და დაზვერვის წარმომადგენლები ესწრებიან.
შეგახსენებთ, პუტინმა დღეს უკრაინაში ომი დაიწყო.