ხარკოვში მძიმე ბრძოლებია - გენშტაბის ინფორმაციით, დაიწვა ოკუპანტების 4 ტანკი, დაღუპულია 50-მდე რუსი სამხედრო

გამოქვეყნდა:

მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ხარკოვის რაიონში და გაერთიანებული ძალების მოქმედების რაიონში. ოფიციალური ინფორმაციით, ხარკოვის შემოვლით გზაზე ოკუპანტების 4 ტანკი დაიწვა.
ასევე განადგურებულია სულ მცირე 6 თვითმფრინავი, 2 შვეულმფრენი და მოწინააღმდეგის ათობით ჯავშანმანქანა. დაღუპულია 50-მდე რუსი ოკუპანტი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რთული ვითარებაა ხერსონის მიმართულებით, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრესორის წინსვლას აკავებენ.

ხარკოვის მერი მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს სიმშვიდისა და სახლებში დარჩენისკენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი