
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
მისი განცხადებით, შეარაღებული ძალები ადეკვატურ წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას.
უკრინის ხელისუფლების მონაცემებით, დაღუპულია 10-მდე მშვიდობიანი მოქალაქეც.
ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უმძიმესი ვითარებაა ლუგანსკისა და დონეცკის რაიონებში, სადაც შეტაკებები გრძელდება.