აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოიწვია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა ხუთშაბათს დილით, რათა უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილოს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.

როგორც CNN იტყობინება, ეროვნული უსაფრთხოების რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი თეთრ სახლში დღეს დილით მივიდა.

ბაიდენი პრობას დებს, რომ მსოფლიო რუსეთს პასუხისმგებლობას დააკისრებს უკრაინაში განხორციელებული თავდასხმის გამო. აშშ აპირებს, რომ სანქციები რუსეთს ხუთშაბათს დააწესოს.

ბაიდენი თბილისის დროით 21:00 საათზე ბრიფინგს გამართავს და სავარაუდოდ, ახალ სანქციებს გააჟღერებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი