ბორელმა დამარწმუნა, რომ ევროკავშირი 24 საათში მკაცრ სანქციებს დააწესებს - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ ის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს ესაუბრა და მიიღო პირობა, რომ ევროკავშირი მკაცრს სანქციებს დააწესებს.

 "ვესაუბრე ჯოზეფ ბორელს. მე დაჟინებით მოვითხოვე: რომ ევროკავშირის მკაცრი სანქციები დაუყოვნებლივ დაუწესდეს რუსეთს, რათა შეჩერდეს პუტინის სასტიკი შემოჭრა. უმაღლესმა წარმომადგენელმა დამარწმუნა, რომ ევროკავშირი 24 საათის განმავლობაში მკაცრ სანქციებს დააწესებს. მე ასევე მოვუწოდე პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისკენ: უზრუნველყონ უკრაინის ევროპული პერსპექტივები",- წერს კულება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი