ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მასიური სანქციების პაკეტი აამოქმედა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ეს აჩვენებს, თუ რამდენად ერთიანია ევროკავშირი. 

სულ სანქციების პაკეტი 5 პუნქტს მოიცავს: 

ფინანსური სანქციები - რომლებიც წყვეტენ რუსეთის წვდომას ყველაზე მნიშვნელოვან კაპიტალის ბაზრებზე. ეს რუსეთის საბანკო ბაზრის 70%-ს მოიცავს, ასევე ძირითად სახელმწიფო კომპანიებს, მათ შორის თავდაცვის სფეროს. ეს სანქციები გაზრდის რუსეთის სესხის ხარჯებს, გაზრდის ინფლაციას და თანდათან გაანადგურებს რუსეთის ინდუსტრიულ ბაზას. ჩვენ ასევე მიზნად ისახავს რუსეთის ელიტას მათი დეპოზიტების შეზღუდვით.

ენერგეტიკის სფერო -  საკვანძო ეკონომიკური სფერო, რომელსაც განსაკუთრებული სარგებელი მოქავს რუსეთვისთვის. 

ტრანსპორტის სექტორი - ჩვენ ავკრძალავთ ყველა თვითმფრინავის, სათადარიგო ნაწილებისა და აღჭურვილობის მიყიდვას რუსულ ავიახაზებზე. ეს გააუარესებს რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სექტორს და ქვეყნის კავშირს. 

ტექნოლოგიები -  ჩვენ ვზღუდავთ რუსეთის წვდომას მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე, როგორიცაა ნახევარგამტარები ან უახლესი ტექნოლოგიები.

სავიზო პოლიტიკა - დიპლომატებს და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებს და ბიზნესმენებს აღარ ექნებათ პრივილეგირებული წვდომა ევროკავშირში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი