
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მზადაა რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს. მაკრონმა თქვა, რომ პუტინმა ომი შეგნებულად აირჩია, როცა მოლაპარაკება ჯერ ისევ შესაძლებელი იყო.
"ვფიქრობ, ჩემი პასუხისმგებლობაა, უპირველეს ყოვლისა, გამოვიყენო ასეთი ინიციატივები, როცა ამას მოითხოვს უკრაინა. გმობისას, სანქციების დროს, გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების გაგრძელებისას, დავტოვო ეს გზა ღია, რათა იმ დღეს, როცა პირობები შეიძლება დაკმაყოფილდეს, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ საომარი მოქმედებების შეწყვეტა უკრაინელი ხალხისთვის", - თქვა მაკრონმა პარასკევს ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტის შემდეგ.
მაკრონი პირველი დასავლელი ლიდერი იყო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა რუსეთის სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ. მათ სამიტამდე ისაუბრეს - მაგრამ მაკრონმა აღიარა, რომ სატელეფონო ზარმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, "რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ომი აირჩია".